ევროპარლამენტი

ევროპარლამენტში საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამო საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნება

europarl.europa.eu

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია ფორმულას ეუბნება, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის მიზნით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ არაფორმალური ჯგუფის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

"ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ბატონმა სასოლიმ მოგვიწვია ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად. გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. ძალიან გვინდა, რომ შარლ მიშელის მისია, რომლის მიზანიც კრიზისის გადაჭრაა, წარმატებული იყოს". – ამბობს კუბილიუსი. 

"მიშელის მცდელობის მხარდაჭერის მიზნით პრეზიდენტმა სასოლიმ შემოგვთავაზა, შევქმნათ არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფი, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ კრიზისის გადაჭრას". – თქვა კუბილიუსმა [შემოთავაზებული თარგმანი ეკუთვნის ტელეკომპანია ფორმულას].

 

კომენტარები