ელექტრომომარაგება

6 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

6 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასის ინფორმაციით, ამის მიზეზი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოებია. 

ვაკის რაიონი

10-დან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლების, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ფალიაშვილის, რამიშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11-დან 13 საათამდე ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილს, 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილის,  ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის და კაპანელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11-დან 18 საათამდე ალექსიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 14:30 საათიდან 16:30 საათამდე დიღმის სასწავლი მეურნეობის მაცხოვრებლების ნაწილს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოტე აფხაზის, სიონის, შარდენის, თუმანიანის, ბამბის რიგის და ერეკლე მეორეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე კი ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის, გულიას და მეფე სოლომონ II ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი 

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, სართანიას, კამალოვის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კობალაძის, კახიანის, ურიდიას, კიკნაძის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის, ჟღენტის, სამღერეთის, ზედაუბნის, კოდალოს, კაჭრეთის, მაღაროს, ეკლესიის, თიგიშვილის და ენისელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება დადიანის, მანჯგალაძის, ურიდიას, ხიმშიაშვილის, ალილუევას, კიკნაძის, მიქატაძის, კონსკაიას, სურგულაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ჩიტაიას, ანაკლიის, სულუხიას და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - განაცხადა თელასმა. 

კომენტარები