პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ქართულ ოცნებას მოლაპარაკებების ჩაშლა უნდათ, მედიატორები ცდილობენ, ეს არ მოხდეს

ირაკლი კობახიძეს ეგ დავალება აქვს, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ არ მჯერა, რომ ის თვითშემოქმედებას ეწევა, რომ ჩაშალოს ამბავი. წინა დღეს დაუმთავრა კაცს [კრისტიან დანიელსონს] მოლაპარაკებები და უთხრა, წადი სახლშიო, მერე რომ ჩამოხვალ, მერე გავაგრძელოთო და გუშინ გამოვიდა და ისევ დედის გინება დაიწყო აქეთა მისამართით. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არც კობახიძე, არც ღარიბაშვილი და არც თალაკვაძე არაფერს არ წყვეტს. ეჭვი არ მეპარება [რომ ირაკლი კობახიძეს განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან აქვს შეთანხმებული]. ჩაშლა უნდათ მოლაპარაკებების. მთელი ამ პროცესის განმავლობაში როდის ეტყობოდა ქართულ ოცნებას, რომ კრიზისი განმუხტვა უნდოდა? მათი მიზანი ყოველთვის იყო და ახლაც არის ის, რომ ვიღაცები შეიტყუონ, დააშანტაჟონ ან მოისყიდონ და შეიტყუონ პარლამენტში, რომ ცოტა კიდევ ააჭრელონ პარლამენტი და ეგ არის. მეტი არც არაფერი არ აინტერესებთ. 

ამ შემთხვევაში ჩვენი დამხმარეები არიან [უცხოელი პარტნიორები], მაგიტომ გვეხმარებიან, რომ ეგ არ დაუშვან...

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამის შესახებ TV პირველის ეთერში ისაუბრა. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორების მონაწილეობით რამდენიმე დღის წინ განახლდა. 

კომენტარები