პოლიტიკური კრიზისი

ზალკალიანი ბორელზე: ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს

ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა და, მე მგონი, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები აღიარებულია. არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ყველა მთავარმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, მათ შორის ეუთო/ოდირმა, როგორც პირველადი, ისე საბოლოო დასკვნითაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. დღევანდელი განცხადება ასევე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს და მან კიდევ ერთხელ მოიყვანა ის დასკვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ და რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და თავისუფალი...

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანი. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბარელის ნათქვამს, რომელმაც ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ ვადამდელი არჩევნები მისი დასანიშნი არ არის. 

კომენტარები