ბუსა ჟვანიას საქმე

ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწად-ნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწად-ნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა, გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიამ პენიტენციური დაწესებულება წლის ბოლომდე არ უნდა დატოვოს.

„სამი წელი მიუსაჯეს, წელიწად-ნახევარში ალბათ გამოვა, მაგაში ჩვენ უკვე აღარ ჩავერევით. თუ იქამდე გამოვლენ, დიდ ხათაბალაში გაერევიან. ამ წლის ბოლომდე თუ იქ იქნება და იქაც არაფერს დააშავებს, გამოვიდეს და ჩვენც მხარს დავუჭერთ". – ამბობს თოფაძე TV პირველთან საუბრისას. 

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კომენტარები