პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ღარიბაშვილი ბრიუსელში პრობლემებით სავსე ხელებით წავიდა

დავეთანხმებოდი ქართულ ოცნებას, სავსე ხელებით წავიდა ბატონი ღარიბაშვილი, ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოპტიმიზმი არ შერყეულა, იმიტომ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ქვეყნის ერთგულმა მეგობრებმა, ევროკავშირს ვგულისხმობ და ამ შემთხვევაში შარლ მიშელს, როგორც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირს ევროკავშირში და მის წარმომადგენელს დანიელსონს, მათ თქვეს, რომ ისინი იმუშავებენ მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან და კიდევ უფრო მეტს გეტყვით, ჩემი ოპტიმიზმი გაიზარდა ამ განცხადების შემდეგ...

ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს კიდევ ერთხელ შეხვდა.

კომენტარები