ვაქცინაცია

ტიკარაძე: ვაქცინაციის სურვილი 3 500-მდე ადამიანმა გამოთქვა, უკვე აიცრა 500 ექიმი

ვაქცინაციის სურვილი 3 500-მდე სამედიცინო პერსონალმა გამოთქვა და შესაბამის პორტალზე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა.

"ეს პროცესი გრძელდება, უკვე აცრილია 500 ექიმი". – აღნიშნა მან.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, რითაც პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.

კომენტარები