აშშ-ის ეკონომიკა

Goldman Sachs-ის ვარაუდით, აშშ-ის ეკონომიკა 2021 წელს 8%-ით გაიზრდება

ფოტო: Shutterstock

აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, Goldman Sachs-ის ეკონომისტების ვარაუდით, 2021 წელს აშშ-ის ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება. 

ბანკის მოლოდინის გამართლების შემთხვევაში, ეს იქნება აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომლის მსგავსიც 1951 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

8%-იანი ზრდის შემთხვევაში აშშ-ის მშპ 22.6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. 

ეკონომისტების ასევე ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონე 4%-ს, ხოლო ინფლაცია 2.1%-ს მიაღწევს. 

სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, 2019 წელს აშშ-ის მშპ 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელს ის 3.5%-ით შემცირდა.

Goldman Sachs-ის ვარაუდი მნიშვნელოვნად აჭარბებს უოლ სტრიტის სხვა საფინანსო ინსტიტუტების საშუალო მოლოდინის, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.7% იქნება.

კომენტარები