აშშ-ის ეკონომიკა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 1.5%-მდე დაეცა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდა აპრილ-ივნისი მეოთხედში 1.5%-მდე შემცირდა. ოფიციალური მონაცემები აშშ-ის ვაჭრობის სამინიტროს გაავრცელა

მეორე მეოთხედის ზრდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, გადაიხედა პირველი მეოთხედის ზრდის მაჩვენებელი. სამინისტროს თქმით, წლის პირველ სამ თვეში აშშ-ის ეკონომიკა 1.9%-ის ნაცვლად, 2%-ით გაიზარდა. 

ასევე გადაიხედა ეკონომიკური რეცესიის შედეგები:  2007 წლის დეკემბერში რეცესიის დაწყებიდან მის დასრულებამდე 2009 წელს აშშ-ის ეკონომიკა 5.1%-ის ნაცვლად, 4.7%-ით შემცირდა. 

გასულ თვეში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა შეცვალა 2012 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და განაცხადა, რომ ეკონომიკა წლის ბოლომდე 2.4%-ით გაიზრდება. აქამდე ზრდის მოლოდინი 2.9% იყო.

 

კომენტარები