პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ოპოზიცია ვაპირებთ, გავაგრძელოთ პროცესში მონაწილეობა შედეგის მიღებამდე

თუ ქართულ ოცნებას ჰქონდა რაიმე სახის ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოწყინდებოდა ამ მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება. მე მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა პროცესში, სანამ არ მივალთ შედეგამდე. ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში. მე ვფიქრობ, რომ ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს იქაც ევროპული მხრიდან და ვნახოთ, შესაბამისად, როგორ შეიცვლება, თუ არ შეიცვლება ქართული ოცნების პოზიცია...

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს  პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ

კომენტარები