ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: ოცნებისთვის ₾60 000-ის შეწირვის შემდეგ, კომპანიამ ₾800 000-ის ტენდერი მოიგო

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ქართული ოცნებისთვის ₾60 000-ის შეწირვის შემდეგ, კომპანია მაიჯიპიესმა ₾800 000-ის ტენდერი მოუგო კომპანიას, რომელიც 10 წელს უკონკურენტო იყო.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ბათუმის ცენტრალ პარკის გასანათებლად 800 000 ლარის სახელმწიფო შესყიდვაში კომპანია მაიჯიპიესმა გაიმარჯვა, მისი კონკურენტი კი შპს განათება იყო.

"შპს განათება ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი თოფურიძის ძმის ბიზნესია, რომელიც აქამდე ყველა ტენდერს უკონკურენტოდ იგებდა, მაიჯიპიესის გამარჯვება პოლიტიკურ შემოწირულობას ემთხვევა.

მაიჯიპიესმა ჯამში 16 მილიონის ღირებულების 45 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 32-ში უკონკურენტოდ და აგრეთვე 3.4 მილიონის 77 პირდაპირი შესყიდვა უფიქსირდება". – აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში

კომენტარები