გომის მთა

გომის მთაზე მაშველებმა 3 ადამიანი გადაარჩინეს, ნაპოვნია 1 გარდაცვლილის ცხედარიც

guru.ge

საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 10-საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც. მაშველების მიერ ნაპოვნ პირებს აღენიშნებათ ჰიპოთერმია. უწყების ცნობით, მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მიიღონ სამედიცინო დახმარება.

დღეს, 12 მარტს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა.  მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.

კომენტარები