გომის მთა

გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა, სამი გადაადგილებას ვერ ახერხებდა – მაშველები ფეხით მიდიან

guru.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გომის მთაზე გარდაცვლილთან ერთად მყოფი სამი ადამიანი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. უწყების ინფორმაციით, ჯგუფი უკვე 8 საათია, სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ათკაციანმა ჯგუფმა ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით გადაადგილება ვერ შეძლო, ამიტომ, გზას მძიმე ტექნიკა კვალავს და ისინი ფეხით გადაადგილდებიან. 

მათივე განცხადების მიხედვით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება - ადგილზე ძლიერი ქარბუქია და ხილვადობა არ არის. 

დღეს, 12 მარტს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა

კომენტარები