ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა საკითხების ის ნუსხა, რომელიც აუციელებელია ამ კრიზისიდან გამოსასვლელად და, მათ შორის, ზოგი გრძელვადიანი, ზოგიერთი კი მყისიერად გადასაჭრელი – ისეთი, როგორიცაა პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და წინა შეთანხმების დარღვევით პატიმრობაში დატოვებული გიორგი რურუას გათავისუფლება და სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ, რაც შეიძლება სწრაფად – ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდეს შედეგები და სწრაფად. ის განცხადებები, რაც გაკეთდა ახლა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისგან, მაგალითად, ღარიბაშვილისგან, ახლა უნდა დადასტურდეს საქმით. საქმით დადასტურება არის, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მერე სვლა შეთანხმებისკენ ვადამდელ არჩევნებზე
ევროპული საქართველო
ბოკერია დიალოგზე: ივანიშვილის რეჟიმის წევრებმა განცხადებები საქმით უნდა დაადასტურონ
tbl.ge/5gk8
დაკოპირდა

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში განახლდება.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




