საქართველო-აშშ

იან კელი: ერთპარტიული რეჟიმი აკონტროლებს ხელისუფლების სამივე შტოს

ახლა გვაქვს სიტუაცია, რაც სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიაში, ამან გამოიწვია მდგომარეობა, სადაც ძირითადად გვაქვს ერთპარტიული რეჟიმი. რეჟიმი აკონტროლებს ხელისუფლების სამივე შტოს - უამრავი მტკიცებულებაა, რომ სასამართლო სისტემას პოლიტიკურად იყენებენ, [ესაა] რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაკავებაც. ამ სიტუაციამ დიდი შეშფოთება უნდა გამოიწვიოს საქართველოს ყველა, ბევრ მეგობარში, აქაც და აშშ-ში, და რა თქმა უნდა, ევროატლანტიკურ სივრცეში. საქართველოს მეგობრებისგან ეს დიდ ყურადღებას მოთხოვს. კარგი ამბავი ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პირებმა აჩვენებს, რომ მზად არიან მედიაციისთვის - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობრების. მე ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ძალისხმევა, რომ ორი მხარე ერთად შეკრიბოს, მოიტანს წარმატებულ შედეგს.

11 მარტს აშშ-ს Institute of Current World Affairs-ის პოდკასტში თქვა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ.

კომენტარები