ჩანაწერები

კაპანაძე პროკურატურას: ტვ პირველში შეჭრა მოგინდათ? აქაც ფიზიკურად დაგხვდებით

სულ გაგიჟდით? 
ტვ პირველში შევარდნა გინდათ?
მერე რა, რომ კანონით წყაროს გაცემას ვერ დაავალდებულებთ ჟურნალისტს და ტელევიზიას? სამაგიეროდ, მოსამართლეს რასაც გინდათ, დააწერინებთ, ხო?
ბატონმა დაგავალათ და ყურმოჭრილი ყმებივით ყველაფერზე ეთანხმებით?
ახლა ტვ პირველში შეჭრა მოგინდათ?
იქაც ფიზიკურად დაგხვდებით. მიდით, ჩაატარეთ მორიგი სპეცოპერაცია.

სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და მის გუნდს!

წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე. ოპოზიციონერი ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინების მიხედვით, გამოძიებას უფლება მიეცა წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. 

კომენტარები