ჩანაწერები

ნოდია იმედზე: უკვე ერთი-ერთში რუსული ოფიციალური არხების დონეა, ალბათ, ტექნიკურად უარესი

ვეცადე, მენახა ბერას ინტერვიუ. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამას რომ ვუყურებდი – ვაღიარებ, რომ დავმარცხდი და ბოლომდე ვერ გავუძელი. ბერას პრიმიტივიზმი საცოდაობაში გადადის. პირველ რიგში ასეთია მისი ყოყლოჩინობა: "ქართველი კაცი დედის გინებას ვის შეარჩენს", – მაგრამ საქმის გასარჩევად თვითონ კი არ მიდის, მამამისის დაცვის უფროსს აგზავნის (ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთი წუთით დავიჯერებთ, თითქოს ეს 2011 წლის ჩანაწერებია – თუმცა ამის არგუმენტები სრულიად უმწეოა). ბიძაჩემი ასეთ ხალხს "უტრაკო ყარაჩოღლებს" ეძახდა (სრულწლოვან ბერაზე ვამბობ, დედამისს არ ვეხები).

მაგრამ რაც ამაზრზენია – ეს არის წამყვანები. ისინი არც კი ცდილობენ, ითამაშონ მაინც დამოუკიდებელი ჟურნალისტების როლი და ოდნავ რთული შეკითხვა დაუსვან ხაზეინის შვილს (რაც ამ შემთხვევაში ძალიან ადვილი იყო): სრულიად ღიად და შეუნიღბავად უძვრებიან.

დიდი ხანია (ალბათ წლებია) იმედისთვის არ შემიხედავს, კიდევ კარგი, თავს რომ ვინახავ. ეს უკვე ერთი-ერთში რუსული ოფიციალური არხების დონეა (ალბათ, ტექნიკურად უარესი). ბიძინას უნდა, რომ მთელი ქართული მედია ასეთი იყოს.

პოლიტოლოგი გია ნოდია გუშინ, 9 მარტს, იმედის ეთერშიბერა ივანიშვილის ინტერვიუს Facebook-ზე ეხმაურება.

კომენტარები