პოლიტიკური კრიზისი

სუბარი: რუსეთის მუდმივი იარაღი არის მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა

მეცხრე წელია, ქართული ოცნების ხელისუფლების შერყევას ცდილობს რუსეთი და მისი ამ შერყევის მცდელობის მუდმივი იარაღი არის ერთი და იგივე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა და როცა მათი ხელით ამას ვერ აკეთებენ, გამოუჩნდებათ ნარიშკინი თავისი განცხადებებით...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ნარიშკინის გავრცელებული განცხადების შესახებ.  რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალურმა სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ აშშ-ს დამოკიდებულების შესახებ განცხადება გააკეთა. განცხადების ტექსტი უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

განცხადებაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორი ავრცელებს რუსეთის ჩვეულ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს, რომლის მიხედვით, აშშ არა საქართველოს მეგობარია რუსეთის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

კომენტარები