ჩანაწერები

ბითაძე ჩანაწერზე: ფარულ მოსმენებზე ყველა საკითხს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს

ძალიან სამწუხაროა, როდესაც დღეს ვიგებთ, რომ არასრულწლოვნის მოსმენაც მიმდინარეობდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ფარული მოსმენები, ფარული ჩაწერები არის დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი. ტირაჟირება ხდება არშემდგარი ძალადობის, მაშინ როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში მომსწრე ვიყავით რეალური, ფაქტობრივი მოცემულობების. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ყველა საკითხს პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივად...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მაია ბითაძე ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები