ჩანაწერები

სამადაშვილი: უწყებები მთლიანად მიტაცებული აქვს ოჯახს, რომელიც აზროვნებს კრიმინალურად

ჩვენ მოვისმინეთ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება ბერა ივანიშვილის და იმ ხალხს, ვინც იცავს ივანიშვილების ოჯახის პოზიციას, მიაჩნიათ, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცის გაკრიტიკებისთვის შენ მოგიგზავნონ ადამიანები "საქმის გასარჩევად". ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სახიფათოა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად აქვს მიტაცებული ოჯახს, რომელიც აზროვნებს კრიმინალური სინდიკატის ფილოსოფიით...

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. გუშინ, 9 მარტს, იმედის ეთერში ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, "დღესაც აუცილებლად მოსთხოვს პასუხს". 

კომენტარები