ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე იაკობი მეუფე პეტრეზე: ბოლომდე არ უნდა იხმაროთ და მერე არ უნდა გადააგდოთ

თქვენ მკითხეთ მეუფე პეტრეს როლზე და ცოტა ხანში პარტიებმა რომ მასე არ გამოიყენონ ეგ ადამიანი, მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს და მერე ყველა ნახავთ მაგის მდგომარეობას, რა. მე ადრეც ვთქვი, მასე არ უნდა გაუკეთოთ, ბოლომდე არ უნდა იხმაროთ და მერე არ უნდა გადააგდოთ. რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს, მიიღებს. აუცილებლად მოხდება [მისი განკვეთა]. იმსახურებს და იმიტომ. გუშინდელი ფაქტი, შეჭრა, ასეთი რამ რუსეთის დროს ხდებოდა, ასე შეიჭრებოდნენ ხოლმე ეკლესიებში და ეს ვნახეთ გუშინ. ამაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ და პასუხს აგებენ. 

რომ დაშავებულიყავით თქვენ ან სხვა ადამიანები? ხომ ხედავთ, რაღაც მოხდა უცბად, არავის არ უნდოდა თქვენი გადაყრა აივნიდან, მაგრამ მოხდა მასეთი რამე. თქვენც ფრთხილად იყავით, სადღაც რომ ხართ ჟურნალისტები, ყველაფერი გაინტერესებთ, გასაგებია, მაგრამ მაინც ჯანმრთელობას... ხომ ხედავთ, რა? გაუფრთხილდით მაინც. თხოვნა იქნება. თქვენ საჭირო ხართ მერე საქართველოს შერიგებისთვის...

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ასე ეხმაურება 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს, რომლის პროვოცირებაშიც ის ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს, პეტრე ცაავას ადანაშაულებს. 

კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომი შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩამოიმტვრა და ათამდე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები  გადმოცვივდნენ.  ტვ პირველის ინფორმაციით, დაშავდა მათი ოპერატორი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, დაშავდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას და POST TV-ის წარმომადგენლებიც.

კომენტარები