ენერგეტიკა

თურნავა: უახლოეს 10 წელში ენერგომოხმარება 21-22 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება

ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება იმაზე, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე აღადგენს ეკონომიკას და უახლოესი ათწლეულის განმავლობაში, საშუალოდ, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. რას ნიშნავს ეს ენერგეტიკისთვის? ეს ნიშნავს, რომ უახლოეს 10 წელიწადში ჩვენი ენერგომოხმარება გაიზრდება დღევანდელი, 12.6 მლრდ კვტ.სთ-დან, სულ მცირე, 21-22 მლრდ კვტ.სთ-მდე, პრაქტიკულად, გაორმაგდება. ეს ნიშნავს, რომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს დამატებითი 32 მილიარდი კვტ.სთ, რაც დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ მაღალ დონეზე და მოსახლეობის ცხოვრების დონე ავამაღლოთ, საიდან უნდა მივიღოთ, იქნება ეს თუ არა ადგილობრივ ჰესებზე გამომუშავებული ელექტროენერგია, რაც ნიშნავს, რომ რესურსი რჩება ადგილზე და ეს არის, დაახლოებით, მილიარდნახევარის ღირებულება, თუ ფასები დღევანდელი დარჩა და არ შეიცვალა, ამის გარანტია არ გვაქვს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს რესურსი დარჩება აქ, მოხმარდება ჩვენს დასაქმებას, გადასახადებს, თუ ამავე რესურსის ელექტროენერგიის შეძენა მოგვიწევს გარეთ...

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

კომენტარები