წლევანდელი გრემის ცერემონიაზე მუსიკალური ნომრების შემსრულებელთა ვინაობა ცნობილია. მნიშვნელოვან დაჯილდოებას 22 არტისტი გააფორმებს, შოუს მთავარი ვარსკვლავები ტეილორ სვიფტი, ბილი აილიში და კეი პოპ ბენდი BTS არიან.
ხსენებული სამეულის გარდა დაჯილდოების ცერემონიას შემდეგი არტისტები გააფორმებენ:
Bad Bunny
Black Pumas
Cardi B
Brandi
Carlile DaBaby
Doja Cat
Mickey Guyton
Haim
Brittany Howard
Miranda Lambert
Lil Baby
Dua Lipa
Chris Martin
John Mayer
Megan Thee Stallion
Maren Morris
Post Malone
Roddy Ricch
Harry Styles
მრავალი ნომინაციის მქონე არტისტებიდან სცენაზე მუსიკალური ნომრით მხოლოდ ბიონსე არ წარდგება. მომღერალს 2021 წლის გრემის 9 ნომინაცია აქვს მოპოვებული.
გრემის რიგით 63-ე დაჯილდოება 14 მარტს გაიმართება, თავდაპირველად მუსიკალური ღონისძიება 31 იანვარს იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო თარიღი შეიცვალა.