ეუთი/ოდირის რემოკენდაციები

ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნების ჩატარების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს

Lapsi

ეუთო/ოდირმა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ეყრდნობა ეუთოს შუალედურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შექმნა გამოწვევებით სავსე კონტექსტი, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, თუმცა, ამასთან, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ამომრჩევლებზე ხდებოდა ზეწოლა და არ იყო გავლებული ზღვარიმმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. 

ორგანიზაცია აქვეყნებს რეკომენდაციებს იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება გაუმჯობესდეს. 

პრიორიტეტული რეკომენდაციები

1. თანმიმდევრული და სტაბილური საარჩევნო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს, რათა ის მეტად შეესაბამებოდეს ეუთოს ვალდებულებებს, საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას, მომდევნო საარჩევნო პერიოდის წინ და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესში.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა შესაძლებელია გადაიხედოს მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. დანიშვნის ფორმულის გადახედვა შესაძლებელია უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთეული პოლიტიკური პარტიების ფაქტობრივი დომინირების თავიდან ასაცილებლად.

3. საარჩევნო ადმინისტრაციისადმი გამჭვირვალობისა და ნდობის მეტად გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიურად და საჯარო სესიებზე განხილვა. 

4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები, რათა სწორად გამოიძიოს ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინების ბრალდებები.

5. უნდა გადახედოს საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩო პროცესის გამარტივებისა და იურიდიული მდგომარეობის გასაფართოებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ  მოქალაქეებს, რომელთა საარჩევნო უფლებებიც დაირღვა, უფლება აქვთ შეიტანონ საჩივარი იურიდიული დახმარების მისაღებად.

6. საარჩევნო დავების მოგვარებაში გამჭვირვალობისა და ნდობის მეტად გასაზრდელად, ყველა დავა უნდა განიხილონ კომისიებმა კოლეგიურად და ღია სესიებზე. საარჩევნო დავების ეფექტიანი გადაჭრის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოების და მათი ოფიციალური პირების ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების სასამართლო განხილვის უფლებას.

7. იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკა არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვისთვის საარჩევნო კოდექსში უნდა განისაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები ხელახალი დათვლისა და გაბათილების უზრუნველსაყოფად. საოლქო საარჩევნო კომისიები საკმარისად დაკომპლექტებული და მომზადებული უნდა იყოს საჩივრების ეფექტურად განხილვისა და ყველა დარღვევის საფუძვლიანი გამოძიებისთვის.

8. თავისუფალი ეთერის დროის და რეკლამებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კონკურსანტი კამპანიისთვის თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოს.

სხვა რეკომენდაციები

სამართლებრივი ჩარჩო

9. ამომრჩევლების დელიმიტაციის პროცესმა უნდა უზრუნველყოს ხმის თანაბარი უფლება და დაიცვას ეროვნული უმცირესობების ხმა, ოდირის წინა რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის შესაბამისად.

საარჩევნო ადმინისტრაცია

10. საოლქო საარჩევნო კომისიების სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათი წევრების თანამდებობაზე ყოფნის ვადა უკეთ შეიძლება იყოს დაცული მათი წარმდგენი პარტიების მიერ თვითნებური ჩანაცვლების წინააღმდეგ არჩევნების დღემდე გონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. 

11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს, აზრიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად. საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალის აყვანის პროცედურისა და კრიტერიუმების შემდგომი შემუშავება შესაძლებელია უფრო ღია და ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად.

12. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გააგრძელონ თავიანითი ძალისმხმევა, რათა შექმნან ხელშემწყობი, ინკლუზიური გარემო და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საარჩევნო პროცესზე წვდომას.

ამომრჩევლის რეგისტრაცია

13. პირებს, რომლებსაც სასამართლო ცნობს, რომ არ აქვთ ქმედითუნარიანობა ინტელექტუალური ან ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობის ნიადაგზე და მათ, ვინც სტაციონარულ დახმარებას საჭიროებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მიეცეთ ხმის მიცემის უფლება.

14. შეიძლება განიხილონ უსაფრთხო მექანიზმის შემოღება, რომელიც ხმი მიცემის საშუალებას მისცემს ამომრჩევლებს, რომლებიც არჩევნების დღეს თავიანთი რეგისტრაციის ოფიციალურ მისამართზე არ იქნებიან.

კანდიდატის რეგისტრაცია

15. კანდიდატებისთვის ბინადრობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ან მოიხსნას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

16. თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული უნდა იყოს პარტიების და კანდიდატების რეგისტრაციის თარიღის იურიდიული ვადების შეცვლა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდთან გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით. 

საარჩევნო კამპანია

17. სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო უნდა გაძლიერდეს რათა ეფექტიანად ებრძოლოს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ, მათ შორის მერების მიერ, კამპანია მკაცრად უნდა რეგულირდეს.

18. დაბალანსებული გენდერული წარმომადგენლობის წასახალისებლად, პარტიებს შეუძლიათ გააუმჯობესონ შიდა პარტიული პოლიტიკა, რათა წაახალისონ ქალთა მონაწილეობა, მათ შორის, გაზარდონ ქალი კანდიდატების რიცხვი მაჟორიტარ კანდიდატებში.

კამპანიის დაფინანსება

19. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობისა და მეთვალყურეობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობა შემდგომში უნდა გადაიხედოს ადრე გამოვლენილი ხარვეზების და ოდირის და GRECO-ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) რეკომენდაციების საპასუხოდ, მათ შორის მესამე მხარის საქმიანობის რეგულირების შესახებ.

20. პარტიებისა და კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით, კამპანიის დაფინანსების სამართლებრივი ჩარჩოს გადახედვა შეიძლება, რათა დაწესდეს ზღვარი შემოწირულობებსა და ხარჯებზე საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად. 

21. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩეველს დროული და არსებითი ინფორმაცია ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ, შეიძლება არჩევნების დღემდე შუალედურ ანგარიშებზე მიგნებების სწრაფი გამოქვეყნება.

22. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სისტემატურად უნდა დაადგინოს წესების და წარდგენის ვალდებულებების ყველა ტექნიკური დარღვევა, მათ შორის, გვიან შევსების და არასათანადოდ დასრულების შესახებ. შესაძლებელია შემდგომი საკანონმდებლო ზომების მიღება, რათა უზრუნველყონ, რომ ყველა კამპანიის შემოწირულობა და ხარჯები, მათ შორის მესამე მხარისა და ონლაინ საშუალებებით, დროულად გამჟღავნდეს და გამოიძიონ.  პროპორციული სანქციები დაუყოვნებლივ უნდა ინიცირდეს და დაწესდეს ყველა დარღვევისთვის.

მედია

23. შეიძლება განიხილონ რეგიონულ და ადგილობრივ მაუწყებლებზე უფასო საეთერო დროის გამოყოფის ზუსტი პროცედურის მოთხოვნების გაფართოება მომავალი არჩევნებისათვის.

საჩივრები და მიმართვები

24. ყველა საჩივრის წარდგენისა და განსჯის სამართლებრივი ვადები, არჩევნების შემდგომი დღის ჩათვლით, უნდა გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი დრო საქმეების ეფექტიანი მომზადებისა და განსჯისთვის, და ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყოს სათანადო დაჩქარებული გადაწყვეტა.

25. საარჩევნო კომისიებმა თავი უნდა შეიკავონ საჩივრის დასაშვებობის წესების ზედმეტად მკაცრი გამოყენებისგან იმისთვის, რათა ყველა საჩივრის არსებითი განხილვა უზრუნველყონ. ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაძლოა განიხილოს საარჩევნო კომისიებისთვის საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემის შექმნა.

26. ეფექტიანი გადაჭრის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კომისიებმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ ყველა საჩივარი, საფუძვლიანი გამოძიების გზით, შეგროვებული ფაქტების გათვალისწინებითა და კანონის ჯანსაღი ინტერპრეტაციის გამოყენებით.

ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა

27. საარჩევნო კონკურსანტებს შეუძლიათ განიხილონ საარჩევნო პლატფორმებში ინკლუზიური დღის წესრიგის აქტიური ჩართვა და გააუმჯობესონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა თავიანთი კანდიდატების სიებში არჩევით პოზიციებზე.

არჩევნების დღე

28. საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების გამოყენება უნდა მოწესრიგდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი დამაშინებელი ეფექტი და ამომრჩეველთა კონტროლის რისკი. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა ზეწოლისა და ზედმეტი გავლენის გარეშე, კანონით დადგენილ პერიმეტრზე საარჩევნო უბნები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი აგიტაციისგან და ასევე კანდიდატების წარმომადგენლებისგან.

29. მოქალაქეებზე დაკვირვების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა და მოქალაქეთა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ პარტიული და არაპარტიული დაკვირვების მკაფიო გამიჯვნას. 

30. საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია განიხილოს თითოეულ რაიონში დაკომპლექტებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების რეზერვი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეუფერხებლად შეცვლა და ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურების პროფესიონალური გამართვა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ოდირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა მეტად გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უსაპუხოს ამ და წინა ანგარიშებში დაწერილ რეკომენდაციებს.

კომენტარები