ვაქცინაცია

იმნაძე: როცა ვაქცინა შემოვა, ხელს შეგვიშლიან ისინი, ვინც დღეს ამბობენ, ვაქცინა არ არისო

სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი. როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა - და ეს დრო ძალიან მალე იქნება, - ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ლაპარაკობენ, ვაქცინა არ არისო. ამათ აქვთ კარგი გამოცდილება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით... ეს ფაქტია და მთელი საქართველოს ახსოვს, როგორც ჩააგდეს ქვეყანაში ვაქცინაცია. დღეს ისევ დაწყებულია ეს პროცესი. ქვეყნებზეა ლაპარაკი. მაცადეთ ორი კვირა, თქვენს ტელევიზიაში გამოვლენ ისინი და იტყვიან...

აი, ეს უკრაინაში უკვე ხდება, ეს ფაქტია, ამაზე ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ. ჩვენთანაც იგივეს იზამენ. აი, ნახავთ, ზუსტად 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ ამათ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო, მერე რა, რომ ჯანმოს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო, აი, ნახავთ, თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი იგულისხმებენ ყველა [ქვეყნის წარმოებულ] ვაქცინას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები