WizzAir

Wizzair: ქუთაისიდან ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძალიან ნაადრევია

WizzAir

"ამ ეტაპზე ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძალიან ნაადრევია, ვერ დავასახელებ კონკრეტულ თარიღს" - ამის შესახებ ტაბულას უნგრული ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ანდრას რადომ განუცხადა.

"Wizz Air-ი საქართველოდან ფრენებს განაახლებს როგორც კი დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები ამის საშუალებას მოგვცემს და ამასთანავე, აღდგება სათანადო მოთხოვნა" - ამბობს რადო და აღნიშნავს, რომ "ვითარება ყველა ბაზარზე ძალიან ცვალებადია".

"Wizz Air-ი კვლავაც მოწადინებულია, განაახლოს საქმიანობა საქართველოში და განაახლებს კიდეც ოპერაციებს ქუთაისის აეროპორტიდან, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მოგვცემს" - უთხრა ტაბულას ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით კი, WIZZAIR-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს ქუთაისის აეროპორტში.

"ამ მომენტის ინფორმაციით ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას" - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ანდრას რადომ ორი კვირის წინაც უარყო ფრენების უახლოეს მომავალში დაწყება, მაშინ როცა ნათია თურნავამ თქვა, რომ Wizzair-ი "აპრილიდან ფიქრობს" რეისების აღდგენას.

კომენტარები