არასრულწლოვანების კრიმინალი

თაღლითობის გამო 5 ადამიანი დააკავეს – ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ
დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები