ვაქცინაცია საქართველოში

კალოიანი: მთელი აქცენტი გავაკეთეთ კოვაქსზე, როცა ამ პლატფორმას პრობლემები აქვს

პრობლემა ჩანს თავიდანვე. ჩვენ არ გვყავს პასუხისმგებელი პირები. ხელისუფლება დღეს ამასთან დაკავშირებით გვპასუხობს, რომ ჩვენ კოლექტიური ორგანო ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს ერთად. ფაქტია, რომ ამ სქემამ არ იმუშავა. ჩვენ მხოლოდ 18 სექტემბერს გავაფორმეთ ხელშეკრულება კოვაქსთან და გადავწყვიტეთ, მთელი აქცენტი გაგვეკეთებინა ამ პლატფორმაზე, როცა თავიდანვე ვიცოდით, რომ კოვაქსს აქვს მიწოდების პრობლემა, განსაკუთრებით ფაიზერთან, მაშინ უკვე ეს მოსალოდნელი იყო. და დღესაც, მათ დაადასტურეს, რომ ფაიზერმა უარი თქვა კოვაქს პლატფორმით ვაქცინების მიწოდებაზე და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოებსა და ფაიზერს შორის კომუნიკაციაზე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ეს კომუნიკაცია არ გვაქვს და ტელეფონის ზარს ველოდებით. ანუ, სტრატეგიული შეცდომა იყო დაშვებული თავიდანვე...

განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კალოიანმა "მთავარის" ეთერში.  

კომენტარები