ვაქცინაცია

ცერცვაძე: ოპონენტებს უხარიათ, ვერ შეასრულებენ ვაქცინაციის გეგმასო, წლის ბოლოს ვნახავთ

როდესაც გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვერ შეასრულებს ვაქცინაციის წლის გეგმას [მოსახლეობის 60%-ის აცრა], დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ, ჩვენ შევასრულებთ ვაქცინაციის წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, როგორც დღემდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში ზოგადად, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში. მე ასე ვთვლი...

თქვა კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები