კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ გყავთ კანდიდატი, ვინც ბევრად მეტს გააკეთებს, სიამოვნებით დავუთმობ ადგილს

თუ სადმე განიხილებოდა [ჩემი გადადგომა], მე არ ვიცი ეს. [პრემიერთან] გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინების და ეპიდსიტუაციის საკითხი. გარწმუნებთ, რომ ჯერჯერობით...

თუ თქვენ ძალიან გინდათ, რომ გადავდგე... თუ გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ რა და, კი ბატონო, თუ ჩავთვლი, რომ ის არის ღირსეული ადამიანი და ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს, ვიდრე ამ ეტაპზე მე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით, მაშინ მე დავუთმობ ადგილს, მითხარით...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე უარყოფს მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

კომენტარები