ნიკა მელიას საქმე

ფუკუიამა: საქართველო დღეს არადემოკრატიული მიმართულებით მიდის

ფრენსის ფუკუიამა
VoxEU

ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ამერიკის ხმასთან  მიცემულ ინტერვიუში ნიკა მელიას დაჭერას უკავშირებს საქართველოში რუსული გავლენის შემოსვლას.

"მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. [მელიას] დაკავება ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისების მიღმა ივანიშვილი აკონტროლებს.

დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არაა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგარქი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან, რეალური ლიდერია. ვფიქრობ, ამის შემდეგ პოლიტიკური სივრცე იზღუდება და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ, ვგულისხმობ რუსული გავლენის შემოსვლას,  რაც ამ დაკავების ერთ-ერთი მოტივი იყო". – ამბობს ფრენსის ფუკუიამა. ამერიკული ხმის თარგმანი

ფრენსის ფუკუიამას მიხედვით, აშშ  საქართველოს მაგივრად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ის მოელის ბაიდენის ადმინისტრაციისგან აქტიურ ჩართულობას და ამის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებს, რომ ბაიდენი თავად არის საქართველოში ნამყოფი. 

ამასთან ერთად, ფრენსის ფუკუიამა შეეხო ვარდების რევოლუციასაც და თქვა, რომ საქართველომ იმ პერიოდში ყველაზე წარმატებული ნაბიჯები გადადგა რეგიონში დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არადემოკრატიული მიმართულებით მიდის.

"საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთ რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატება, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად, უკრაინაში, იქნება ეს კორუფციის აღმოფხვრის თუ მომსახურეობის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა , ვფიქრობ, ქართული დემოკრატია დღეს არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია". – ამბობს ფრენსის ფუკუიამა.

ფრენსის ფუკუიამას მიხედვით, ვერცერთი რეფორმა ვერ იმუშავეს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ნორმების გარეშე,  მათ დასაცავად მთავრობამ უკან უნდა წაიღოს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. 

"რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები ხელისუფლებაში პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმების არ იმუშავებს, ამიტომ ვთვლი, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი, რაც  გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას". – ამბობს ფრენსის ფუკუიამა

ფრენსის ფუკუიამა შეეხო დემოკრატიის გამოწვევებსაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მთავარ პრობლემად მიიჩნევს ამ ქვეყნებში ძველი ძალაუფლების სტრუქტურების შემორჩენას.

"ერთი დიდი პრობლემა ძველ საბჭოთა ქვეყნებში ისაა, რომ ძველი ძალაუფლების სტრუქტურები არ გამქრალა, ძველი ელიტა ოლიგარქებად გადაიქცა". 

 

კომენტარები