ტრეილერი

პიქსარის ახალი ანიმაციის ტრეილერი გამოვიდა

 სტუდია პიქსარმა მომავალი ანიმაციური ფილმის, Luca-ს პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ახალი ანიმაციის მთავარი გმირები, ლუკა და ალბერტო ერთმანეთს იტალიის ზღვისპირეთში გაიცნობენ. მათ ერთი რამ აერთიანებთ - წყალთან შეხებისას ზღვის არსებებად იქცევიან. მეგობრები მხიარულად ატარებენ დროს და ამავდროულად საიდუმლოს შენახვას ცდილობენ.

პროექტის რეჟისორი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის, Moon-ის ავტორი ენრიკო კასაროსაა. სცენარი Soul-ის ერთერთ შემქმნელს, მაიკ ჯონსს ეკუთვნის.

ფილმის პრემიერა 2021 წლის 18 ივნისს არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე უცნობია, გამოვა თუ არა ანიმაცია კინოში, შესაძლოა, Luca ერთდროულად კინოთეატრებსა და სტრიმინგსერვის Disney+-ზე გამოვიდეს.

 

კომენტარები