ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: გვერდში დგომა, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ეკლესიას

ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, ჩვენი დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. 

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, არის ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს. 

მე როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა, რაც შემეძლება, გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და დავუდასტურე კიდევ ერთხელ ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული...

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები