ვაქცინაცია

გაბუნია ვაქცინაციაზე: უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ისე თანმიმდევრულად, როგორც ვაკეთებდით

[Covax-სგან] ყველაზე კარგი განმარტება იქნება ის, რომ ვაქცინა რეალურად შემოვა, აქ საუბარია ორი-სამი კვირის გადავადებაზე, ფაიზერს და კოვაქსს არც არასდროს უთქვამს, რომ შეპირებული დოზები, რომელიც თებერვალში უნდა ჩამოსულიყო, ძალიან დაიგვიანებს, აქ იყო საუბარი 2-3 კვირის გადავადებაზე და იმაზე, რომ ასტრაზენეკა დაასწრებს ფაიზერის ჩამოსვლას.

უნდა დაველოდოთ, მივყვეთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ისე ეტაპობრივად და თანმიმდევრულად, როგორც აქამდე ვაკეთებდით. მე ვფიქრობ, რომ არ დააყოვნებს, საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია აქვს კოვაქსს, მისთვისაც ეს რეპუტაციული რისკია, რა თქმა უნდა, შეეცდება მაქსიმალურად, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და წავიდეს...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის დაგვიანებაზე, პირველი არხის ეთერში.

კომენტარები