გიორგი მაისურაძე

მაისურაძე: გირჩის აღებული 3% საქართველოში არსებული მენტალური ეპიდსიტუაციის მაჩვენებელია

ეს ვისაც ჰგონია, რომ გირჩი უმანკო იდიოტების გაერთიანებაა. ასეთი ნეტარსახიანი კლოუნების უკან ყოველთვის მსხვილი კაპიტალის ინტერესები დგას, რომელიც იმას წარმოსახავს თავისუფლებად, რაც სინამდვილეში მონობის ყველაზე მძიმედსამკურნალო ფორმაა. გონებისგან დაცლილ და პრიმიტიულ ინსტინქტებამდე დაყვანილ „მეტ თავისუფლებას“ არათუ თავისუფლების არანაირ გაგებასთან არ აქვს კავშირი, არამედ გონებრივი დაქვეითების ვირუსი უფროა. რაც შეეხება 3%-ს, ვინც ამ პარტიას ხმა მისცა, ეს საქართველოში არსებული მენტალური ეპიდსიტუაციის მაჩვენებელია.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე Facebook-ზე გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ნამახვანის ჰესის აშენების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს  გამოეხმაურა.



 

კომენტარები