კორონავირუსი საქართველოში

დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართული ოცნების დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს და ის თავს კარგად გრძნობს.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ქართული ოცნების  კიდევ ერთ წევრს, გივი მიქანაძესაც დაუდასტურდა.

კომენტარები