კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 160 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 17 947 ტესტი

Columbia University

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 947 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 409 ადამიანი

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების 1 849 აქტიური შემთხვევაა. 265 მძიმე პაციენტია, აქედან 89 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

27 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 270 918  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან  265 523 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 520 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა. 

კომენტარები