ოქროს გლობუსი 2021

ოქრო და რკინა - ჯილიან ანდერსონმა ტეტჩერის როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო

Hollywood Reporter

The Crown-ის მორიგი გამარჯვება. საიდუმლო მასალების ვარსკვლავი, ჯილიან ანდერსონი, მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.

ანდერსონისთვის ეს რიგით მეორე ოქროს გლობუსია, პირველი ჯილდო მსახიობმა 1997 წელს საიდუმლო მასალებისთვის მიიღო.

The Crown-მა წლევანდელ ოქროს გლობუსზე მეოთხე ჯილდო მოიპოვა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შოუს საუკეთესო დრამატული სერიალის წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოვდნენ პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის როლის შემსრულებლები - ემა კორინი და ჯოშ ო'კონორი. ამ ეტაპზე The Crown ოქროს გლობუსების რაოდენობით დაჯილდოების ლიდერია.

Netflix-ის სერიალი The Crown ელისაბედ II-ს ბიოგრაფიას ეფუძნება.

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კომენტარები