ოქროს გლობუსი 2021

ჯოდი ფოსტერმა კარიერაში მეოთხე ოქროს გლობუსი მოიპოვა

Dailymotion

The Mauritanian-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ჰოლივუდის ტიტულოვანმა მსახიობმა, ჯოდი ფოსტერმა ოქროს გლობუსი მიიღო.

ფოსტერისთვის ეს რიგით მეოთხე ოქროს გლობუსია. წარსულში მსახიობს ჯილდო The Accused-ში და კრავთა დუმილში შესრულებულმა როლებმა მოუტანა. 2013 წელს ფოსტერს საპატიო ოქროს გლობუსი გადაეცა.

ახალ ფილმში ის ადვოკატს თამაშობს, რომელიც სამხედრო ციხეში მოხვედრილი, ტერორიზმში ბრალდებული უდანაშაულო კაცის გადარჩენას ცდილობს.

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. 

კომენტარები