ოქროს გლობუსი 2021

GOD SAVE THE QUEEN - წლის დრამატული სერიალი THE CROWN გახდა

Forbes

The Crown-მა წლევანდელ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე რიგით მესამე ჯილდო მიიღო. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ შოუ საუკეთესო დრამატულ სერიალად დაასახელა.

პირველი ორი ჯილდო პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის როლის შემსრულებლებმა - ემა კორინმა და ჯოშ ო'კონორმა მიიღეს.

საუკეთესო დრამატული სერიალის წოდებისთვის The Crown-თან ერთად Lovecraft Country, The Mandalorian, Ozark და Ratched იბრძოდნენ.

Netflix-ის სერიალი ბრიტანეთის მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ს ბიოგრაფიას ეფუძნება.

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარეობს. ნომინაციების ლიდერი დევიდ ფინჩერის მანკია.

კომენტარები