ოქროს გლობუსი 2021

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ამერიკულმა MINARI-მ გაიმარჯვა

Minari

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ამერიკულმა სურათმა, Minari-მ გაიმარჯვა.

ამ კატეგორიაში როგორც წესი საზღვარგარეთ წარმოებული ფილმები ხვდება, თუმცა, ვინაიდან Minari-ის გმირები კორეულ ენაზე საუბრობენ, ოქროს გლობუსის ორგანიზატორებმა დრამა უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარადგინეს. 

Minari ამერიკაში მცხოვრები კორეული ოჯახის ისტორიაა. ლი აიზეკ ჩანგის ფილმმა წლევანდელ დაჯილდოებაზე მხოლოდ ერთი ნომინაცია მიიღო. 

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში ამ წუთებში მიმდინარეობს. ნომინაციების რაოდენობით დევიდ ფინჩერის მანკი ლიდერობს.

კომენტარები