ოქროს გლობუსი 2021

ოქროს გლობუსის პირველი გამარჯვებული დენიელ კალუია გახდა

Endgadget

2021 წლის "ოქროს გლობუსის" პირველი ჯილდო ბრიტანელმა მსახიობმა, დენიელ კალუიამ, საუკეთესო მეორეხარისხოვანი კაცის როლის შესრულებისთვის მიიღო. 

კალუიამ ფილმში Judas and The Black Messiah შავი პანტერების პარტიის რეალურად არსებული ლიდერი, ფრედ ჰემპტონი განასახიერა. მსახიობისთვის ეს რიგით პირველი "ოქროს გლობუსია".

დენიელ კალუიას საყოველთაო პოპულარობა და "ოსკარის" ნომინაცია ჯორდან პილის Get Out-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. 

კატეგორიაში კალუიასთან ერთად ბილ მიურეი, ლესლი ოდომ ჯუნიორი, ჯარედ ლეტო და საშა ბარონ კოენი იბრძოდნენ.

რიგით 78-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოება ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები