კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ მარტსა და აპრილში ფრთხილად ვიქნებით, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია. ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ. თუ ისევ დავიწყეთ დიდი ქორწილები და თავშეყრები, ინფექციის გავრცელება გვექნება და შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა მუტირებული შტამები, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის. თუმცა ორი თვე - მარტი და აპრილია მეტად საფრთხილო. ფრთხილად უნდა ვიყოთ. როცა დათბება, მერე ნაკლებად მოსალოდნელია.

ეუბნება IPN-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები