ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება

naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. 

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. 

"ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას პირველი მარტიდან შეძლებენ. აუდიტორიებში სასწავლო პროცესი კი 15 მარტიდან აღდგება. 15 მარტიდან აღდგება სასკოლო წრეებიც.

კომენტარები