ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020

აბიტურიენტთა ნაშრომები გასწორებამდე რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, ეროვნული გამოცდების შემდეგ აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცლები რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.

მისივე თქმით, ნაწერების გასწორება გამოცდიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება. 

"ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება". – ამბობს გორგოძე. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობები, ცენტრის პერსონალის ვალდებულებები და გამოცდაზე ქცევის წესები წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები