ჩინურმა ელექტრომობილმა რეგიონში გაყიდვით Tesla-ს გაუსწრო

ფოტო: pushevs.com

ჩინურმა ბიუჯეტურმა ელექტრომობილმა რეგიონში გაყიდვით ამერიკულ Tesla-ს გაუსწრო.

ელექტრომობილი Hong Guang Mini წარმოადგენს კოლაბორაციას ჩინურ კომპანია SAIC Motor-სა და ამერიკულ General Motors-ს შორის. 

BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ იანვარში 25 778 ელექტრომობილი გაყიდა, ხოლო Tesla-მ მხოლოდ 13 843 Model 3-ის გაყიდვა შეძლო. 

ბიუჯეტური და კომპაქტური ელექტრომობილის ფასი 4 500 დოლარია, ხოლო მისი გაუმჯობესებული ვერსია 5 000 დოლარი ღირს. Hong Guang Mini-სგან განსხვავებით, Tesla-ს ყველაზე ბიუჯეტური მოდელის ფასი 37 000 დოლარიდან იწყება. 

2020 წლის მეორე ნახევარში 112 000  Hong Guang Mini გაიყიდა და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაყიდვის მაჩვენებლები მომავალ წლებში უფრო მეტად გაიზრდება. 

ექსპერტების თქმით, ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე Tesla ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა ხარისხთან და წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შესაძლოა, კომპანიამ პოზიციები დაკარგოს. 

Hong Guang Mini-ს წარმატების მიზეზად მის ხელმისაწვდომობასა და სანდოობას ასახელებენ. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპანიამ, შესაძლოა, ბიუჯეტური ელექტრომობილები გასაყიდად ევროპულ ბაზარზეც გაიტანოს. 

2020 წლის მონაცემებით, ჩინეთი ელექტრომობილებზე მოთხოვნით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა, საერთო ჯამში, წლის განმავლობაში ჩინეთში 1 246 000 ელექტრომობილი გაიყიდა.  
ყოველ მილიონ მოსახლეზე კი ჩინეთში 873 ელექტრომობილი მოდის, რითაც ის მსოფლიოში რიგით მეექვსე ადგილს იკავებს. 

კომენტარები