მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რომელიმე კონკრეტულ რიცხვში ჩამოსვლის პირობა არასოდეს მიმიცია

სიმართლეა, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60-70%-ს ჩემი დაბრუნება სურს. 

ნიკა მელიასაც აქვს ფართო მხარდაჭერა. ჩვენ ის ელექტრონული ხმის მიცემით ავირჩიეთ. ჩვენ ვართ პირველი პარტია რეგიონში, რომელმაც ელექტრონული არჩევნები ჩაატარა - ძალიან კარგად იმუშავა. 

რომელიმე კონკრეტულ რიცხვში ჩამოსვლის პირობა არასოდეს მიმიცია. თუ მომიწევს ასეთი დაპირების მიცემა და ამის გაკეთება, გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დაპირებას. მე დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, ამავდროულად, არ მინდოდა ოპოზიიის ერთიანობისთვის ხელის შეშლა...

ასე პასუხობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დოჟდის ჟურნალისტის კითხვას საქართველოში დაბრუნების შესახებ. ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა - რამდენჯერმე დაპირების შემდეგ, კონკრეტულად, როდის უნდა ველოდოთ სააკაშვილის თბილისში ჩამოსვლას. 

კომენტარები