გერმანია-რუსეთი

გერმანელ კაცს ბრალად ედება ბუნდესტაგში რუსეთისთვის ჯაშუშობა

გერმანელი პროკურორების განაცხადებით, მათ ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს გერმანელ კაცს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის ბერლინის პარლამენტის შენობის გეგმის გადაცემაში.

ეჭვმიტანილი, იენს ფ., მუშაობდა კომპანიაში, რომელთანაც ბუნდესტაგს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, რათა კომპანიას საკანონმდებლო ორგანოში ელექტრომოწყობილობების რეგულარული შემოწმება ჩაეტარებინა.

პროკურორების თქმით, თავისი წვდომით მან შეაგროვა ბუნდესტაგის შენობის გეგმები, რომელიც მან 2017 წლის ზაფხულში გადასცა "ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც ძირითადად რუსეთის GRU-სთვის მუშაობს".

ამ საქმის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ გამჟღავნებულა.

კომენტარები