ოპოზიციის ბოიკოტი

თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა

ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, ჩვენ გადავიტანოთ დისკუსია პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს. 

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, განვაგრძოთ დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ იმ ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით მუშაობა, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას. მნიშვნელოვანია პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ახლა ქვეყანას სჭირდება გაძლიერება და არა დესტაბილიზაცია და დაპირისპირება. მე ვფიქრობ, პარლამენტში შევძლებთ ყველა მთავარ საკითხზე შეთანხმებას და შევძლებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ორიენტირებული იყოს საზოგადოების საჭიროებებზე. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. 

კომენტარები