ოპოზიციის ბოიკოტი

ბოკერია ჩარკვიანზე: გამონათქვამებს სერიოზულად არასოდეს ვიღებდი, ახლაც იმავეს ვაპირებ

ტაბულა

"ქალბატონი თაკოს გამონათქვამებს არასოდეს სერიოზულად არ ვიღებდი და და არ ვპასუხობდი სერიოზულად. ახლაც იმავეს ვაპირებ". - ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს.

"საერთოდ არ ვაპირებ გამოხმაურებას ამ არასერიოზულ გამონათქვამებზე. ეს არც პირველი და არც ბოლო თავდასხმა არ იქნება მისგან, დარწმუნებული ვარ". - ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

თაკო ჩარკვიანმა Facebook-ზე დაწერა:

"ნუ არღვევთ შეთანხმებას, ჩვენ მხოლოდ ვადამდელის გამო დავდექით ერთად მხოლოდ ამ ერთი მოთხოვნის გამო! ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ," ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკრი გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!".

კომენტარები